შს მინისტრის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა მიზეზით შეფერხდა აზერბაიჯანიდან ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ქვეყანაში გამომგზავრება.
„მე როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ესაუბრა მათ აზერბაიჯანელ კოლეგებს და უკვე გარკვეულია, თუ რა მოხდა საზღვარზე. პირადად მე, ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე რატომ დააკავეს თუ შეაყოვნეს აზერბაიჯანში“, - განაცხადა ჭიკაიძე.