
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, პოლიტიკურ ასპარეზს დაუბრუნდეს და ეს „ქართული ოცნების“ დამსახურება იქნება.
“დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ მეორე პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში და უფრო და უფრო ძლიერდება. თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება, დიდი ალბათობით ოცნება შეიძლება გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან და „ნაციონალური მოძრაობა მობრუნდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.