,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ირმა ნადირაშვილი და ზურა ჯაფარიძე უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას მათი დაკავების შესახებ.
როგორც ირმა ნადირაშვილმა ,,რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ქართულმა სააგენტოებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს.
,,მე და ზურა ჯაფარიძე ვიმყოფებით ბაქოში, ახლა მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9 საათიან რეისს.
მე ყველაფერს ველოდები ამ მთავრობისგან, თუ უნდათ დაგვხდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ,“-განაცხადა ნადირაშვილმა ,,რუსთავი 2“ -თან სატელეფონო საუბრისას.
ქართული სააგენტობის გავრცელებული ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი დიდი ოდენობით თანხისა და 15 ელექტროშოკის გადმოტანის მცდელობისას დააკავეს.