-
2014-06-18 22:24
თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კომპანია „სითი პარკის“ საქმიანობით დაინტერესდება.
მისი თქმით, კომპანიას კონტრაქტი უნდა გაუუქმდეს და გაირკვეს, სად მიდიოდა უზარმაზარი თანხა, რომელიც კომპანიას ბიუჯეტში უნდა შეეტანა.
„შვიდი წელია ძარცვავენ მძღოლებს... კონკრეტულ ციფრს გეტყვით, 400 000 მანქანაა თბილისში, 50 ლარს მარტო მოსაკრებელს იხდის ყოველ წელს ყველა მძღოლი, 20 მილიონი მარტო მოსაკრებლიდან არის, პლუს 15 მილიონი ჯარიმებიდან.
მხოლოდ 1 200 000 შეაქვთ თბილისის ბიუჯეტში, შვიდი წელია. დანარჩენი, 34 მილიონი სადღაც, ვიღაცეების ჯიბეში მიდის. აი, ის ჯიბეებია შესამოწმებელი", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
სავარაუდოდ, საკრებულოს დაკომპლექტების შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატი გამოვა ინიციატივით, თბილისის საკრებულოში პერსონალური ავტომობილი არავის ჰყავდეს.
http://www.bpn.ge/biznesi/4878-aleko-elisashvili-qsithi-parkthanq-kontraqtis-gauqmebis-iniciativith-gamodis.html?lang=ka-GE