-
2014-06-18 20:54
მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „ალიასთან" საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სწრაფ ვარდნას, დისკრედიტაციას ყველა კარგად ხედავს...
მისი თქმით, ხალხი გაწბილებულიაო, რადგან „ოცნებას“ თავისი პოლიტიკური ნება ძირითადად საკუთარი კომფორტის მოწყობაში ეხარჯება...
„კოალიციის შემადგენლობას ხმა მისცეს მხოლოდ ერთი ადამიანის გამო, ისევე, როგორც პლასტელინ მარგველაშვილს, თორემ ცალკე სუბიექტები ბარიერსაც კი ვერ გადალახავდნენ...
გოგორიშვილმა თქვა, „ოცნებამ“ იკითხოს, თორემ ყველა ჩვენი მხარდამჭერი გამოცხადდაო...
პარტიები საერთოდ არ არსებობს, ესენი არიან კონფიგურაციები, რომლებიც ატამანის გარშემო შემოიკრიბნენ. როგორ უნდა თქვან, რომ ერთ მშვენიერ დღეს კუკავა, რომელიც ვითომ პრორუსულია, გაერთიანდა ვითომ ევროპელ მემარჯვენეებთან? ანდა ვინმე ელოდებოდა იმას, რომ ბურჯანაძე ჯონდი ბაღათურიასთან გაერთიანებულიყო და „ქდმ“-ში შესულიყო? უცხოელებმა ეს კარგად იციან...
ამდენი წელია, რეგულარული ურთიერთობები მაქვს უცხოელ ექსპერტებთან და პოლიტოლოგებთან და უშუალო საუბრებში ყველაფერს გეუბნებიან შენს ქვეყანაზე, გულწრფელად გიშლიან გულს კეთილგანწყობით, მაგრამ ოფიციალურ განცხადებაში, ცხადია, ამას არ იტყვიან...
მთელი საქართველოს ინტერესებშია, რომ 27-ში მართლაც უპრობლემოდ მოვაწეროთ ხელი რომელიც არც ისტორიულია, როგორც ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, არც შეუქცევადი პროცესის დასაწყისი არაა, სირიასაც კი აქვს ხელი მაგაზე მოწერილი და კარგად ვხედავთ, რაც ხდება სირიაში.
სამწუხარო ტენდენციაა ტყუილი განცხადებები, რომელმაც მართლა გადაღალა ხალხი. ის, რომ 30% მოდის არჩევნებზე, ხომ არის სილის გაწვნა?
... რა ხდება კოალიციაში, რა ურთიერთობებია მასში შემავალ სუბიექტებს შორის. ხომ გამოჩნდა, რომ ერთი ერთ განცხადებას აკეთებს, მეორე - მეორეს... სხვა პოზიცია აქვს ალასანიას, სხვა - უსუფაშვილს. ესეც ძალიან მოქმედებს ადამიანებზე და ამბობენ, ესენი ვინ არიანო? “ - აცხადებს პეტრე მამრაძე.
„ალია“