
სერგო რატიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო კიღურაძეს თანაგუნდელების მათემატიკაში უკეთ მომზადებისკენ მოუწოდებს.
ვანო ცნობილი მეცნიერი და გამოჩენილი მათემატიკოსია. ვურჩევდი, რომ საკუთარი თანაგუნდელები მათემატიკასი მოამზადოს. გარდა ამისა, აქტუალურია ტექდათვალიერების თემა. პირველ რიგში, ტექდათვალიერება პრემიერ-მინისტრის რადარებს სჭირდება, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი.
სერგო რატიანი ასე ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რადარებიდან ქრება და მისი რეიტინგი არჩევნებზე 5-6%-ს შეადგენს.