-
2014-06-18 18:15
საარჩევნო ბარიერის 50%-ზე აწევა რისკის შემცველი მაგრამ დემოკრატიისთვის აუცილებელი გადაწყვეტილება იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, საარჩევნო ბარიერის აწევით, ხელისუფლება რამდენიმე ოლქში მეორე ტურს ელოდა. დეპუტატმა არჩევნებში მოქალაქეების აქტივობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც წესი, დაბალი აქტივობა ახასიათებს.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა 43,31%-მა მიიღო მონაწილეობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი საკუთარი გადაწყვეტილება ამომრჩეველთა 46,6%-მა გამოხატა.