სალომე ზურაბიშვილი: „რაში სჭირდება მთავრობას პრეზიდენტის უფლებების კიდევ ერთი შელახვა - თან უაზრო საკითხში...“

Image

საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ყოფილი საგარეო მინისტრი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“  პირადი გვერდიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ „მთავრობასა და პრეზიდენტს შორის აწ გაჩაღებულ „ომში“-ში ჩარევას არ აპირებს.

 

 

„სურვილი არა მაქვს ჩავერიო მთავრობის და პრეზიდენტის შორის აწ გაჩაღებულ "ომში " ...

 

მაგრამ მიკვირს და რა ვქნა?

 

მიკვირს ახლად ჩატარებულ არჩევნების მეორე დღეს, რაში სჭირდება მთავრობას პრეზიდენტის უფლებების კიდევ ერთი შელახვა - თან უაზრო საკითხში (რუსთაველის პრემიებს ვინ გასცემს?????). ნუთუ სხვა უფრო სასწრაფო არაფერია?....

 

მიკვირს და რა ვქნა: რატომ სჭირდება მთავრობას პრეზიდენტის დათმობაზე (ასე იკითხება მაჭავარიანის გათავისუფლება) ამ შეურაცხმყოფელ ნაბიჯს პასუხი (ასევე ივანიშვილის გუშინ გაცემული პასუხი ამავე საკითხთან დაკავშირებით) იმის მაგივრად რომ „გუნდის ერთობა“ გაამყაროს არჩევნებზე დაბალი აქტიურობის პასუხად ?

 

იმ დროს, როცა საქართველო ემზადება ასოცირებაზე ხელმოსაწერად (და აქაც პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა, მაგრამ ვინ დაუფასა) კინკლაობის დრო არაა...

 

იმ დროს, როცა რუსეთი ძლიერდება გარეთ (უკრაინის მოვლენები) და შიგნით ( პრორუსუსლი ძალების გაძლიერება შესამჩნევია), რა საჭიროა ერთ-ერთი სიმბოლური სახელმწიფო ინსტიტუტის უადგილო, უდროო და უმიზეზო შესუსტება?“, - წერს ზურაბიშვილი.

 

 

 

 

http://newposts.ge/?l=G&id=42738-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

რედაქტორის რჩევით

ტაბახმელაში ჰასკმა ხუთი წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა

2020-07-11 11:31
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე ტაბახმელაში...

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს

2020-07-11 11:27
MLS-ის პირველი ტურის შეხვედრებში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაისურზე, ნომრის ქვეშ,...

გიორგი შაქარაშვილის ბიძა - თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება

2020-07-07 16:25
თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4673
0.0080
100
RUB
 - 
4.3180
0.0164
1
USD
 - 
3.0614
0.0010