ლაშა ამირეჯიბი საპატრიარქოს, "ოცნებისა" და "ნაციონალების" კულუარებზე

Image

 როგორც „ალია“ წერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაბალი აქტივობითა და მაღალი ინტრიგებით აღინიშნა. ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში დავით ბერძენიშვილი გაგზავნა „ნაციონალების“ დასახმარებლად, მაგრამ „ოცნების“ კანდიდატმა, მერაბ თოფჩიშვილმა მაინც გაიმარჯვა.

 

 

თეა წულუკიანის თქმით, ასეთი სრულყოფილი საარჩევნო სია, ახლა რომ არის, არასდროს არ გვქონია. ყოჩაღ, სააკაშვილი, მაგარი სია დაგიტოვებია წულუკიანისთვის. ასმათ ტყაბლაძე აცხადებს, პირველზეც მე ვარ და მეორეზეც, მაგრამ ქართული პოლიტიკიდან მივდივარ, ძალიან ბინძური რამე ყოფილაო. გიგი უგულავა ამტკიცებს, ამ არჩევნებში არნახული ზეწოლა იყოო...

 

„ალიასთან“  საუბარში „სახალხო კრების“  წევრი, ლაშა ამირეჯიბი აცხადებს, რომ ყველას ავიწყდება რიჩარდ ნორლანდის პოზიცია, რომელიც ყველაფერს თავის ხოშზე აკეთებს.

 

„ამერიკელების პოზიცია ასეთია: ესენი დამნაშავეები არიან, მაგრამ უნდა აპატიოთო... მისმა უწმინდესობამ შეუთვალა ბიძინა ივანიშვილს, „ნაციონალებს“როგორც შემეძლო, ვაკავებდი, მაგრამ შენ მიერ დატოვებულ გუნდს რა უნდა, ვერ გამიგია, უნდა მობრუნდე და სიტუაცია უნდა დაალაგოო. ეს სიმართლეა, საპატრიარქოში ამ თემაზე ლაპარაკი ნამდვილად იყო...

 

ერთადერთი ამ კაცის ეშინიათ ხელისუფლებაში, მან ურეიტინგო პოლიტიკოსებს ძალაუფლება ლანგარზე დაუდო და აჩუქა, მაგრამ ამათ ვერ გაურკვევიათ, საით მიდიან... დავით ნარმანია მშრომელი კაცია და შეიძლება ყველაზე უკეთესი მერი იყოს, მაგრამ როცა ბიძინა ივანიშვილმა პირველად ამ პოსტზე კენჭისყრა შესთავაზა, მან უარი თქვა, მე თბილისელი არა ვარ, დედაქალაქი არ მიმიღებსო.

 

მიუხედავად ამისა, კოალიციაში ნარმანია დაარწმუნეს და მისი კანდიდატურა მაინც დააყენეს. ხედავ, რა მოხდა მარნეულში?.. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით საშიშროებამ გადაიარა, ძალიან ცდება, მე დამირეკეს მარნეულიდან და მითხრეს: თოფჩიშვილმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ჩვენ მაინც არ გავჩერდებითო...

 

გარდაბანში ძლივს ავიცილეთ კონფლიქტი... რომ არა ქვემო ქართლის გუბერნატორი, გიორგი მღებრიშვილი, იქ დიდი ამბები დატრიალდებოდა....

 

იცი, რა მითხრეს? ასეთი დაპირისპირება აქ არასოდეს ყოფილა, თუ ხელისუფლება ფხიზლად არ იქნება, უბედურება მოხდებაო.

საფიქრალია ისიც, რომ ამ არჩევნებზე ძალიან დაბალი აქტივობა იყო,  მრევლი განაწყენებულია ანტიდისკრიმინაციული კანონის გამო, არავინ არ გაითვალისწინა უწმინდესის თხოვნა. გულგატეხილი ხალხი არ მივიდა არჩევნებზე, 2012 წელს მოხუცები გამოჰყავდათ თავიანთი ოჯახის წევრებს, რომ ხმა მიეცათ ბიძინა ივანიშვილისთვის. რიგები იდგა.

 

ივანიშვილი ახლა ვალდებულია, თავიდან მობრუნდეს პოლიტიკაში და თავიდან დაალაგოს ყველაფერი. არიან მინისტრები, რომლებსაც არავინ არაფერს ეკითხება. მაგალითად, ნოდარ ხადური, ეს ადამიანი დევს სკამზე და ვერ აკონტროლებს თავის სამინისტროს. ფინანსურ პოლიციას საერთოდ სხვა მართავს, ეს უწყება იმართება გარედან...

 

ხადური ჰყავთ მხოლოდ ხელის მომწერად. კარგად დამიგდე ყური, ფინანსური პოლიცია საერთოდ არ ემორჩილება ნოდარ ხადურს. ორი თვის წინ ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო ერთი საქმე არაკანონიერად, მე დავურეკე ხადურს, რომელიც აზრზე არ იყო. დარეკვა და სიტუაციის გართულება ერთი იყო. ბევრი რამე კეთდება ირაკლი ღარიბაშვილის გვერდის ავლით.

... კოალიციაში ვინც არ უნდა გააფუჭოს საქმე, ყველაფერს დაჰკიდებენ პრემიერ-მინისტრს. როცა ყვარელში ზურაბ ადეიშვილის მამა იმარჯვებს და ღარიბაშვილს ეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, გამოდის, გარშემო ჰყავს მტრები... მის სახელს დღეს ბევრი ეფარება, მის სახელს დღეს ბევრი იყენებს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ასეთები განზე გადგებიან.

 

რაც ახლა ხდება, ეს პოლიტიკური კომბინაციები კი არა, ინტრიგები და პროვოკაციებია. ბოლოს და ბოლოს, ვთქვათ პირდაპირ, კოალიციაში „რესპუბლიკელებსა“ და სხვებს პოლიტიკურ სიბინძურეში დიდი გამოცდილება აქვთ, ამდენ შიდა და გარე დარტყმებს ღარიბაშვილი ვეღარ უძლებს, ისეთ რაღაცებს უკეთებენ, ბევრ რამეს თვითონაც ვერ ხვდება. მე გული მტკივა, რომ ასეთი რაღაცები ხდება,“ - აღნიშნა ლაშა ამირეჯიბმა. 

 

 

 

„ალია“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !