
თუ რომელიმე რაიონში მეორე ტური დაინიშნება, ტრაგედია არ იქნება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
"მე ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში ლიდერობს. მიმაჩნია, რომ არ უნდა გახდეს საჭირო მეორე ტური, თუმცა, თუ მეორე ტური იქნება, არ იქნება ტრაგედია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭვირვალე დემოკრატიული სახელწმიფო" ,- განაცხადა ღარიბაშვილმა.