
ანაკლიის 32–ე უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაიშალა. საარჩევნო უბანზე უგზო–უკვლოდ დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები შეიჭრნენ და საარჩევნო ინვენტარი დააზიანეს.
როგორც ცნობილია, ცინარა აბულაძე თავის დებთან ერთად ხმას სწორედ ამ უბანზე აძლევდა. შენობაში შესვლი შემდეგ მან დაამტვრია სასრჩევნო ყუთი და დააზიანა ინვენტარი.
მათი განცხადებით იციან, რომ დაარღვიეს კანონი, მაგრამ აბულაძე აცხადებს, რომ ამით გამოხატეს პროსტესტი, რადგან ამ დრომდე არ არის გოგიტა აბულაძის გაუჩანარების საქმე გახსნილი.
ანაკლიის 32–ე უბანზე შეუძლებელია ხმის მიცემის პროცესის გაგრძელება, აქ შედგება ოქმი და უბანზე არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდება.