
დღეს, გვიან ღამით ვარკეთილში გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები, სადაც ციფრი ხუთია გამოსახული და დატანილია გველის წიწილის ფოტოკოლაჟი. ინფორმაციას და ფოტოს „დროანიუსი“ ავრცელებს.
„გველის წიწილი - არ შემოხაზოთ, სასიკვდილოა!“, - აღნიშნულია პლაკატზე. „დროანიუსი“ წერს, რომ „გავრცელებული ინფორმაციით, იდეის ავტორი და შემსრულებელი ,,ქართული ოცნების" ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატი ია მაკასარაშვილია.
სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი მაკასარაშვილი პედაგოგია, რომელიც ვარკეთილში იყრის კენჭს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში.
,,დროანიუსი" დაუკავშირდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს:
,,ეს არის პასუხი ჩემს საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც მხოლოდ საქმის კეთებაზე იყო ორიენტირებული. რა უნდა გიპასუხოთ, სამარცხვინოა, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. მერჩივნა კონკრეტული საქმით ეპასუხათ და ეს საქმე ვარკეთილელებისთვის დაენახებინათ".