
დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, მარტვილის გამგებლობის კანდიდატ მამუკა დანელიასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზიასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.
შეხვედრები სოფელ ჭყონსა და ბანძაშიშედგა.
მათ ამორჩევლებს თავიანთი საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ყურადღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
შეხვედრას, როგორც „აფხაზეთის ხმას“ ადგილობრივმა განცხადა, „ქართული ოცნების“ აქტივისტიც ესწრებოდა, რომელმაც ვაშაძეს და გამგებლობს კანდიდატ მამუკა დანელიას არა ერთი კითხვით მიმართა.
განსაკუთრებულ ყურადღებას კი ფინანსურ საქმეებზე ამახვილებდა, რაზეც დანელიამ უპასუხა, რომ ყველა დოკუმენტი ფინანსთა პოლიციას აქვს წაღებული და მათ ვერანაირი ფინანსური გარღვევა ვერ ნახეს. ამის შემდეგ ოცნების აქტივისტმა მათ მიმართა - „მაგრები ხართ და მე წავედი“.