
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ვერსიისგან განსხვავებულად აფასებს აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას - მინისტრი მიიჩნევს, რომ იქ რუსეთი თავის სცენარს ახორციელებს.
ირაკლი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიით.
"რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ეს შევაფასე კიდევაც, რომ იყო სწორედ რუსეთიდან დაგეგმილი პოლიტიკური სცენარი. ჩაატარებს თუ არა ანექსიას რუსეთი, ეს მამა ღმერთმა არ იცის, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას იღებს ერთადერთი კაცი, ეს არის პუტინი და რა თქმა უნდა, ვერც ჩვენს პრემიერს და ვერც ყველაზე დიდ სადაზვერვო ორგანიზაციას ვერ ექნება ამის შესახებ ინფორმაცია", - განაცხადა ალასანიამ ვაკის პარკში, ჟურნალისტებთან საუბრისას.