ვინ ჩაუდგება სათავეში ორად გაყოფილი „ნაცმოძრაობის“ ერთ ფრთას

Image

როგორც „ალია“ წერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყოფა. „ნაცმოძრაობის“ ნარჩენების ბაზაზე შექმნილ პარტიას კი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.

 

 

„პარტიის თავმჯდომარე თავად არ იქნება, წინასწარი ინფორმაციით, პარტიის თავკაცად ამერიკაში მცხოვრებ რომელიმე წარმატებულ ქართველს შეარჩევენ და ამაზე უკვე მიდის მუშაობა. თავად ბოკერია პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის პოსტს დასჯერდება და ისე მართავს პარტიას.

 

გიგა ბოკერიას პრაქტიკულად, უკვე შეურჩევია მომავალი პარტიის ლიდერები. მათი ვინაობა საზოგადოებისთვის უცხო ნამდვილად არ იქნება, ისინი ბოკერიას გუნდის წევრებად ითვლებიან და პოლიტიკურ კარიერასაც მას უნდა უმადლოდნენ.

 

ბევრმა მათგანმა, პოლიტიკაში მოსვლამდე არასამთავრობო სექტორსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სწორედ ბოკერიას ლობირებით მიაღწია წარმატებას.

 

თუ წყაროს ინფორმაცია ზუსტია, ამ ეტაპზე ბოკერიას ახალი პარტიის ლიდერებად განიხილებიან: სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოგა ხაჩიძე, დავით დარჩიაშვილი, გოკა გაბაშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა, დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე.

 

ამ სიაში, როგორც ხედავთ, არ არიან ბოკერიას მრავალწლიანი თანამებრძოლები, მასავით „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ გამოჩეკილი გიგი უგულავა და გივი თარგამაძე. უგულავა იმიტომ გარიყა ბოკერიამ, რომ მას ცალი ფეხი ციხეში აქვს...

 

სვანეთში, ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ჩატარებული ბარბაროსული სპეცოპერაციის გამოძიება სავარაუდოდ, დაიწყება და დიდი შანსია, ამ სპეცოპერაციის მეთაურმა, გია ბარამიძემ ციხეში ამოყოს თავი. ძალიან მალე მიშას ამერიკაში დაიბარებენ და კატეგორიულად განუცხადებენ, რომ მისი დრო დასრულდა და პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს. ეს, ფაქტობრივად, ბრძანება იქნება და სააკაშვილი მას უსიტყვოდ დაემორჩილება.

 

რაც შეეხება გივი თარგამაძეს, ის გიგა ბოკერიას ძმაკაცია, მაგრამ იმდენად ნეგატიური ფიგურაა, რომ ნებისმიერ უმწიკვლო პარტიასაც შეულახავს იმიჯს, არამცთუ ბოკერიას ისედაც იმიჯწამხდარი პოლიტიკოსებით დაკომპლექტებულ გუნდს

 

ბოკერია სწორედ ამ დღეს ელოდება. მიშა როცა წავა პოლიტიკიდან, ლიდერის გარეშე დარჩენილ „ნაცმოძრაობის“ წევრებსაც ხელ-ფეხი გაეხსნებათ, მასთან აღარანაირი პოლიტიკური ან პიროვნული ანგარიშვალდებულება აღარ ექნებათ, არც მისი ნებართვა დასჭირდებათ პარტიის დასატოვებლად და არჩევანში თავისუფლები იქნებიან.

 

ამის შემდეგ არც „ნაცმოძრაობის“ მიტოვება და ბოკერიას გუნდში გადასვლა გაუჭირდებათ. როცა ეს დრო მოვა, ბოკერია საკუთარ გუნდში გადაყვანას უპირებს პეტრე ცისკარიშვილს, შოთა მალაშხიას, ირმა ნადირაშვილს და ზურაბ მელიქიშვილს“, - წერს გაზეთი „ალია“.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !