-
2014-06-07 23:27
საქართველო მზადაა, უკრაინელებს გაუზიაროს გამოცდილება რეფორმების გატარებაში, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალქსი პეტრიაშვილმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
განცხადება პეტრიაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი ეშიცასთან შეხვედრის დროს გააკეთა. თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოთქვა რეფორმების სფეროში საქართველოს მიერ მიღებული გამოცდილების მიმართ.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით თანამშრომლობის, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები. ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო დონეზე საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობას.