
თბილისის მერობის კანდიდატმა ასმათ ტყაბალაძემ „იმედის“ გადაცემაში „რეაქცია“, ნარმანიას კომენტარზე იმის შესახებ, თუ ვინ დააზეპირებინა ის ციფრები, რომელიც მან პენსიების ზრდასთან დაკავშირებით მოიყვანა, უპასუხა:
„მე სხვის დაკრულზე არ ვცეკვავ, თუმცა ცეკვა მშვენივრად ვიცი, შემიძლია კადრებიც განახოთ.“ ტყაბალაძემ „ქართული ოცნება“ ცრუ დაპირების გაცემაში დაადანაშაულა - „თქვენ პენსიის მომატებას დაგვპირდით და არ აასრულეთ, თუ მე ამირჩევენ მერად, პირობას ვდებ, პენსია გაიზრდება და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ.“