-
2014-06-06 22:50
ნარმანიამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში იმის გამო, რომ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია წელიწადნახევარში საგრძნობლად შეცვალა.
„მედიის თავისუფლება, სოფლის მეურნეობის უპრეცედენტო პროგრამა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, სამოცი ათასამდე გაზიფიცირებული აბონენტი, ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების სფეროში 17 სფეროს დაფინანსება, უფასო სახელმძღვანელოები პირველკლასელებს და სხვა უამრავი პროექტი, ქართული ოცნების მიერ ჩატარებული ის ღონისძიებებია, რომელზე დაყრდნობითაც საღად მოაზროვნე მოქალაქეებმა ჩვენ უნდა დაგვიჭირონ მხარი.“ - დაამატა მერობის კანდიდატმა.