
"საქართველოს ჰყავს არამზადა პრემიერ-მინისტრი",- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა თენგიზ გუნავამ, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "კვირის-თემაში" .
გუნავას თქმით, დღევანდელი მოვლენები ზუგდიდში ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი იყო.
"საქართველოს ჰყავს არამზადა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გასცა ბრძანება, რომ გაჭირვებული ოჯახი გამოეყენებინათ და შემდგომ "ქართული ოცნების" აქტივისტები შემოსეოდა "ნაციონალური მოძრაოაბის" შტაბს. მათ იციან , რომ სამეგრელოში და ზუგდიდში წაგებული აქვთ არჩევნები და დღეს მიდიან ყველანაირ სიბინძურეზე.
"ქართული ოცნების" შტაბიდან ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი საუბრობდნენ, რომ მე ან დამაკავებდნენ ან კანდიდატურას მოვხსნიდი. დღეს მოვიდა ქარდავას ოჯახი და მე მათ ვესუბრე, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. ჩემი მისამართით ხელი ქარდავას საქმეზე არა შსს-მ არამედ პრემიერმა გამოიშვირა,"-განაცხადა გუნავამ.
მოგვიანებით მას „ოცნების“ სახელით ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა: „არამზადები გუნავამ საკუთარ გარემოცვაში მოიკითხოს“, - განაცხადა მან.