
„მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ არსებობის ბოლო თარიღი 1 დეკემბერია. ამის შემდეგ „ოცნება“ დაიშლება, კონფიგურაციას შეიცვლის.
„მაქვს ბევრი ინფორმაცია, რა ხდება „ოცნებაში“, არა კოალიციაში, არამედ პარტიაში. იქაც კი სერიოზული დაპირისპირებაა, არაფერს ვამბობ იმ ეკლექტური ორგანიზაციის ერთიანობაზე...
ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნებზე მოსვლა, ხალხის მოსვლა აუცილებელია, ეს საჭირო არჩევნებია. თუ ამ ქვეყანაში შუა გაკრეფილობა იქნა შენარჩუნებული, ძალიან სახიფათო ტენდენციებს მივიღებთ, რადგან ერთი პარტიის ლიდერი სადღაც დადის, მეორე - სადღაც და კითხულობს ლექციებს, აქ კი ბიჭბუჭების დოღია“ - ამბობს მამუკა კაციტაძე და თავისი ნათქვამის სიზუსტეში იმდენად არის დარწმუნებული, რომ აცხადებს, მერე გინდა ნოსტრადამუსი დამიძახეთ და გინდა ვანგაო.
„ალია“