ხიდაშელი პარტიის ლიდერების თვიური სახელფასო განაკვეთის შესახებ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, სტატიაში სიტყვა „ყოველთვიური“  მითითებული არ არის.

 

 

„ალბათ ასე უნდა დავიწყო. წავიკითხე სტატია და გავიგე, რომ ჩემს პარტიაში (სხვების არაფერი ვიცი, თუმცა ისინი გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებიან, სტატიის მიხედვით რა თქმა უნდა) არსებობს თანამშრომელი, რომელსაც ხელფასი 16,800 ლარი აქვს.

 

სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენს შემთხვევაში არ არის მითითებული საოცნებო სიტყვა „ყოველთვიური“, მაგრამ რადგან აქ იმაზეა საუბარი, რომ წლიური ნიშნულია და პრაქტიკულად ყველა დანარჩენს ეს მაგიური სიტყვა თან სდევს, ბუნებრივად რჩება რწმენა მკითხველს, რომ ეს ბაიას ანუ, იგივე თამარ რომელაშვილის ყოველთვიური ანაზღაურებაა.

 

ხოდა ჩემო ძვირფასი სტატიის ავტორო, როგორ მინდა მეგობრებში მყავდე, რომ დაგთაგო, მაგრამ როგორც ჩანს ან არ გიცნობ, ან ეს ფსევდონიმია, მინდა გითხრა, რომ ბაია ისეთი ადამიანია, იმდენ საქმეს აკეთებს და 24/7 მუშაობს, პარტიას რომ ქონდეს ამდენი შემოსავალი, ესეც არ დაგვენანებოდა მისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის, და ეს მისი სრული, ანუ დასაბეგრი წლიური შემოსავალია, რაც ყველთვიურად დაბეგვრის შემდეგ მხოლოდ, მაგრამ არ დავწერ იქნებ იმარჯვო და გამოთვალო რამდენს შეადგენს.

 

პრინციპში, ეს ისეთი ტყუილია, რომელიც ფაქტის გაყალბებაა და ამაზე ადამიანმა შეიძლება გიჩივლოს კიდეც საქმიანი რეპუტაციის შელახვის ამბავში და რა ვიცი აბა, იქნებ დაკვირვებოდით რას წერთ, როგორ წერთ, რას იგონებთ და რას იტყუებით. მერე დაიწყებთ მედიის დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება რასაც გვინდა დავწერთო, და ვინმე რომ შემოგედავებათ, მაშინვე განგაშის წითელ დროშებს ფენთ და ისე მე რომ ბაიას ადგილას ვიყო, კი წავიდოდი სასამართლოში :))) და მაგ 16800 ლარს მორალურ ზიანად მოგთხოვდით“, - წერს ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !