
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოეწერება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპოისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ადასტურებს, რომ ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს მივიღეთ დასტური იმის თაობაზე, რომ საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს“-განაცხადა პრემიერმა დენტ ჰერმან ვან რომპოისთან შეხვედრის შემდეგ.