პოლიტოლოგი: „ფაქტია, სააკაშვილის ჩამოშორება პროცესებიდან, მხოლოდ კრემლს აძლევდა ხელს...“

Image

პოლიტოლოგი გელა ვასაძე აზერბაიჯანულ გამომცემლობასთან Bizim Yol ინტერვიუში ამბობს, რომ ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური პროცესებიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება უნდოდა იმ პოლიტიკური მოვლენების დაწყებამდე, რაც ახლა ხდება, კრემლი იყო.

პოლიტოლოგი ირიბად მიანიშნებს, რომ კრემლმა ეს ამოცანა ივანიშვილის ხელით გადაჭრა.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთვაზობთ ინტერვიუს ქართულ თარგმანს:

 

-არსებობდა აზრი, რომ ივანიშვილი დახარჯავდა თავის მილიონებს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და გახდებოდა ერთგვარი გმირი, ლეგენდად დარჩებოდა ხალხში. გაამართლა თუ არა მან ეს მოლოდინი?

 

-რა თქმა უნდა, არ გაამართლა, სხვანარად არც შეიძლებოდა. სად გინახავთ თქვენ მილიარდერი, რომელიც თავის ქონებას ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯავდა, თუმცა არა, ვხედავთ ეხლა უკრაინაში ბ-ნ კოლომოისკის, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია და მოტივაციაც განსხვავებული. ივანიშვილი ჩვეულებრივი რუსი ოლიგარქია, რომელიც არ აპირებდა თავისი ფულის დახარჯვას, რა თქმა უნდა, თუ ეს დამატებით შემოსავლებს არ მოუტანდა.

 

-მუსირებს ასეთი აზრი, რომ სააკაშვილის შემდეგ ქვეყანაში ისევ კორუფცია მეფობს. და რატომ არის ეს ასე?

 

-ეს ასე არ არის. ეფექტურად მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევას არც ერთი ხელისუფლება არ იზამს. კორუფციის დონე საყოფაცხოვრებო დონეზე კი გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ და იმ სფეროში სადაც არ იქნა გატარებული ეფექტური რეფორმები.

 

-რას წარმოადგენს ივანიშვილი - რუსეთის პროექტს? და რატომ არ დაუჭირა მხარი სააკაშვილს დასავლეთმა პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში?

 

-პირდაპირი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, სწორედ მოსკოვს სჭირდებოდა სააკაშვილის მოშორება პოლიტიკური სცენიდან ამ ამბების ფონზე, რასაც ბოლო პერიოდში ჩვენ ვადევნებთ თვალს.

 

რაც შეეხება დასავლეთს, მისთვის მთავარი იყო, რომ საქართველოში დანვითარებულიყო სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია. ამისთვის კი, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. რაც არ უნდა ვთქვათ, 9 წელი ძალიან ბევრია. ასე, რომ დასავლეთი საკმაოდ დააკმაყოფილა „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პროდასავლური პოლიტიკოსის არსებობამ.

 

-გელა, ბევრი საუბრობს ახლა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამკუთხედზე. შესაძლებელია თუ არა ეს არსებულ რეალობაში და რუსეთის ჰეგემონიაში?

 

-სამწუხაროდ, დღეს ეს ნაკლებად დასაშვებია, ვინაიდან საგარეო პოლიტიკური ვექტორი არსებული ქვეყნებისათვის განსხვავებულია. კიდევ ერთ მიზეზს დაგისახელებთ, თუმცა ეს მიზეზი უფრო მეტად ბაქოს შეეხება, ვიდრე თბილისს ან ანკარას. სხვა საკითხია, რომ ეროვნული ინტერესები მეტწილად ემთხვევა და ეს ქმნის დიდ შესაძლებლობას ურთიერთთანამშრომლობისათვის.

 

-რა არის საქართველოსათვის აზერბაიჯანი, როცა არსებობს საქართველოს აზერბაიჯანელების პრობლემები? 

 

-ქართველი აზერბაიჯანელების პრობლემა საქართველოს შიდა პრობლემა, რომელიც მოგვარდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში. საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრობლემების მოგვარების გზაზე. აზერბაიჯანი კი, საქართველოსათვის იყო და მომავალშიც დარჩება მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში.

რედაქტორის რჩევით

თურქემენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს

2020-03-31 15:08
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს. ...

პაატა იმნაძე: ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინას კორონავირუსისგან დამცველობითი ეფექტი აქვს

2020-03-31 15:00
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის,...

მითები კორონავირუსზე, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

2020-03-31 14:56
მითი: კორონავირუსი ადამიანის შექმნილია

ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-31 14:51
ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ბელგიის ეროვნული კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა...
რჩეული ვიდეოები

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

თბილისში კაცი კორპუსის სახურავზე ველოსიპედით სეირნობს(ვიდეო)

2020-03-27 11:43
დღეს ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს კაცი ველოსიპედით მრავალსართულიანი სახლის სახურავზე.

სუფრის გაშლის გამო მარნეულში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

2020-03-23 18:15
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6363
0.0131
100
RUB
 - 
4.1226
0.0942
1
USD
 - 
3.2845
0.0051