უსუფაშვილმა ჯემალ ქარჩხაძის ციტატა წაიკითხა: რას ნახავს ღვთისმშობელი, "მისი" ქვეყნის ხილვა რომ მოისურვოს?

Image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, 12-19 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება. 

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლა ჯემალ ქარჩხაძის ციტატით დაიწყო.

 

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ დავით უსუფაშვილის გამოსვლას და ჯემალ ქარჩხაძის ციტატას, რომელიც მან გამოსვლის დასაწყისში წაიკითხა:

 

„ორი ათასი წელი იწურება მას აქეთ, რაც თავს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ვთვლით (ხოლო ამ სიმბოლოში, უნდა ვიფიქროთ, ეროვნული მისიის გასაღებიცაა ჩადებული), და ორი ათასი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც კი ვერ მივუახლოვდით მაღალ არსს. პირიქით, ჯიუტად და შეუპოვრად სულ იმას ვცდილობთ, უკან-უკან ვიაროთ; იმ ზომამდე, რომ დროდადრო სულიერი თვითმკვლელობის მცდელობაც კი გვაქვს.

 

მოდით ერთი წუთით პატარა რელიგიური სასწაული წარმოვიდგინოთ: ღვთისმშობელმა ,,თავისი” ქვეყნის ხილვა მოისურვა. რას ნახავს? ნახავს მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ; ნახავს მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელ და გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან იმ დროს, როდესაც მათ გვერდით ნამდვილი ადამიანები ნამდვილი სიკვდილით ნამდვილად იხოცებიან; ნახავს ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობანას თამაშობენ და რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ. წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება. 


კომუნიზმის მეტასტაზებს, როგორც აღმოჩნდა, ძალზე ღრმად გაუდგამს ფესვი ჩვენს ეროვნულ სხეულში. თუ კარგად ჩავუკვირდებით, კერძოდ, მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ღვთისმშობელს თავისი წილხვედრი ქვეყანა არასოდეს უნახავს, საფიქრებელია, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პოტენციურადაა, გახდება თუ არა რეალურად, ეს ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.“ 

 

ჯემალ ქარჩხაძე

რედაქტორის რჩევით

თურქემენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს

2020-03-31 15:08
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს. ...

პაატა იმნაძე: ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინას კორონავირუსისგან დამცველობითი ეფექტი აქვს

2020-03-31 15:00
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის,...

მითები კორონავირუსზე, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

2020-03-31 14:56
მითი: კორონავირუსი ადამიანის შექმნილია

ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-31 14:51
ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ბელგიის ეროვნული კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა...
რჩეული ვიდეოები

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

თბილისში კაცი კორპუსის სახურავზე ველოსიპედით სეირნობს(ვიდეო)

2020-03-27 11:43
დღეს ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სეირნობს კაცი ველოსიპედით მრავალსართულიანი სახლის სახურავზე.

სუფრის გაშლის გამო მარნეულში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

2020-03-23 18:15
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6363
0.0131
100
RUB
 - 
4.1226
0.0942
1
USD
 - 
3.2845
0.0051