
კოალიცია ,,ქართული ოცნება“ 27 წევრმა დატოვა, ამის მიზეზი გამგებლობის კანდიდატი გახდა,-ინფორმაციას ,,პირველი“ ავრცელებს.
კოალიციის ყოფილი წევრების განცხადებით, მიზეზი პარტიული სია გახდა, რომლის მიხედვითაც გამგებლობის კანდიდატად კვლავ ამჟამინდელი გამგებელი ბექა ბაიდაური, სიის პირველ ნომრად კი მამუკა ხოლეგაშვილი სახელდებიან.
პარტიის წევრები ამ ყველაფერში მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იგი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. “ქართული ოცნების” აქტივისტებმა პრობლემის შესასწავლად ცენტრალურ შტაბს უკვე მიმართეს.