რეგიონებში „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ - წალენჯიხაში ბოლო ორ კვირაში მეორე კოორდინატორი წავიდა

Image

„ქართული ოცნების“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორი გოჩა კალანდია მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.  

განცხადებაში ის მიზეზებს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ წალენჯიხის ორგანიზაცია აქტივის თავმჯდომარემ ბერდია კალანდიამაც დატოვა.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ გოჩა კალანდიას განცხადებას:

 

„2011 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და პოლიტიკური კოალიციის „ქართული ოცნება“ჩამოყალიბების შემდეგ, მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩავერთე წინასაარჩევნო ღონისძიებებში. მაშინ მჯეროდა და ღრმად მწამდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია შეძლებდნენ ძალადობის, ელიტარული კორუფციისა და პოლიტიკური დევნის აღკვეთას; დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების წასალეკად გლობალიზმის სახელით მოვარდნილი ღვარცოფის თუნდაც ნაწილობრივ შეჩერებას. ნაცვლად ამისა მივიღეთ შემდეგი:

 

1.მაგალითად, ჩემს რაიონში წალენჯიხაში სამოხელეო დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა წამოტივტივება და პრივილეგირება, ქართული ოცნების წამყვან პოზიციბზე უინტელექტო და შესაბამისი ცოდნის სერიოზული დეფიციტის მქონე უმიზნო და უიდეო მედროვე–კონფორმისტების თავმოყრის წახალისება;

 

2. წამყვანი რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის თანამდებობებზე ე. შევარდნაძის დროინდელი კოტრაბანდისტების, წარსულში სხვადასხვა ტიპის კორუფციულ საქმიანობაში ჩაფლული არაკომპეტენტური ადამიანების, საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის –ატესტატის გამყალბებლების, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის კონსტიტუციური უსაფთხოების დაცვის(კუდ–ი) აგენტ–პროვოკატორების პრივილეგირება და საკვანძო პარტიულ თუ ადგილობრივ მმართველობის თანამდებობებზე წამოყენება;

 

3.მპგ „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნბისთვის საკრებულოს წევრობის ოდიოზური, შესაბამის განათლებისა და უნარ–ჩვევების არმქონე კანდიდატთა შერჩევა. ადამინური რესურსების არასწორი მეთოდებით შერჩევა, სადაც გადამწყვეტ ფაქტორებს წარმოადგენენ ნაცნობ–მეგობრობა, ნათესაობა (ნეპოტიზმი) და აღებ–მიცემობა, პარტიული ბოსებისადმი უსიტყვო, ხშირად მონობამდის მისული მორჩილება ერთი ცნობილი დევიზის შესაბამისად: მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას თუ პარტია მიბრძანებს ამას.

 

მიუხედავად ამისა მაინც ვრჩებოდი მპგ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ვცდილობდი ჩემი ხმა მიმეწვდინა პარტიული ბოსებისადმი, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ იმედი გადამეწურა, როდესაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ნაჩქარევად და საჯარო დისკუსიის გარეშე „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ პაკეტი.

 

რა თქმა უნდა არ ვარ არანაირი დისკრიმინაციის და ჩაგვრის მომხრე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კანონის ის მუხლები, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეოაში ამყოფებენ განსხვავებული სექსუალური ორიენტიაციის წარმომადგენლებს ნაჩქარევი, კონტრპროდუქტიული და საფრთხის შემცველია საზოგადოებაში გაბატონებული მორალური წარმოდგენებისათვის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გავდივარ მპგ „ქართული ოცნება–დემოკრატიუოლი საქართველოს“ რიგებიდან და წესდების შესაბამისად მივმართავ ამავე პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებს.

 

ასევე, მინდა დავამატო ის თუ რა მოტივი მქონდა და რაზე ვიბრძოდი ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ეს იყო უკანონო მოსმენები ძალადობა კერძოდ წალენჯიხაში ერთი ადამიანის მმართველობა ზალ ხურწკაიას თარეში და მისი პოლიტ–აგენტურები რომლებიც მართავდნენ ამ რეჯიმს ასევე სამღვდელო პირების უკანონო მოსმენა მათი საუბრების თუ ქადაგებების ჩაწერა თუნდაც ტრაპეზის დროსაც“, - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !