NDI-ს გამოკითხვაში, საქმიანობის დადებითად შეფასების რეიტინგში მინისტრებიდან პირველ სამეულს ირაკლი ალასანია, დავით სერგეენკო და თეა წულუკიანი იკავებენ.
შემდეგ ადგილებზე მაია ფანჯიკიძე, კახა კალაძე, დავით ნარმანია, ალექსი პეტრიაშვილი, თამარ სანიკიძე, ხათუნა გოგოლაძე, ალექსანდრე ჭიკაიძე, სოზარ სუბარი, პაატა ზაქარეიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, შალვა ფიფია, დავით დარახველიძე და ნოდარ ხადური გავიდნენ.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა.