
"ის რაც დღეს ამ ტელევიზიამ განაცხადა, არის ამაზრზენი!“–საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, „ფეისბუქით “ გამოეხმაურა.
„არ მაინტერესებს რუსთავი 2 ვის მოსწონს და ვის არა! არ მაინტერესებს რუსთავი 2-ს ვინ ესიმპატიურება! ის რაც დღეს ამ ტელევიზიამ განაცხადა, არის ამაზრზენი! არ დავინახო აქ რაიმე კომენტარი, რომ ეს მიკერძოებული ტელევიზიაა, ყველა ასეთია საქართველოში! თავისუფალი გარემო მედიას!“,- წერს კორძაია.