-
2014-05-01 18:54
გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის უკმაყოფილებაა და რომ ამის ფონზე ყოფილი პრემიერი ახალი პარტიის შექმნას აპირებს:
„ივანიშვილი უსუფაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მოსთხოვა, შეეცვალა კონსტიტუცია, რაც მარგველაშვილის გადაყენების საშუალებას მისცემდა. უსუფაშვილმა უარი უთხრა კონსტიტუციის შეცვლაზე და ამის გამო მათ შორის სიტუაცია დაიძაბა.
ჩემი ინფორმაციით, როგორც კი სამთავრობო კარუსელი დატრიალდება, უსუფაშვილს თანამდეობიდან გადააყენებს. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, სულ მალე სხვა პოლიტიკური სცენარი მივიღოთ და ივანიშვილი ,,ქართულ ოცნებას“ თავისი ახალი პარტიით დაუპირისპირდეს“, - ამბობს ინტერვიუში ვალერი გელბახიანი.