"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერისზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მან კარგად იცის, რას ნიშნავს რუსეთთან დიალოგი, რადგან მასში მონაწილეობა მიუღია, თუმცა დიალოგი სახის დაკარგვას არ უნდა დაემსგავსოს:
"მე მსურს ვთქვა, რომ მე მხარს დავუჭერ დიალოგს, იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც არ სურს მეზობელთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ დიალოგი არ ნიშნავს სახის დაკარგვას და დიალოგი არ ნიშნავს პრინციპების ღალატს, დიალოგმა არ უნდა მიიღოს ფორმა, როდესაც რუსეთის დუმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისთვის ადამიანებს აჯარიმებენ 400 ლარით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრის ფიზიკური შეურაცხყოფის ფასი არის 100 ლარი, ეს არ არის დიალოგი.
მე ვიყავი იმ გუნდის წევრი, რომლის მოლაპარაკებების საფუძველზეც საქართველოდან გავიდნენ რუსი მესაზღვრეები, მე ვიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც მიაღწია სტამბულის შეთანხმებას, მე ვიცი რას ნიშნავს რუსეთთან დიალოგი, მაგრამ ეს დიალოგი არასდროს არ იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და პრინციპების ხარჯზე", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.