გრიგოლ ვაშაძე: მეოთხე, "ძალიან კარგი წელი" შეიძლება მოვიდეს, მაგრამ თქვენ ვეღარ მოესწროთ

Image

დიპლომატი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აანალიზებს, მათ მიმართავს, რომ შესაძლოა, „მეოთხე, კარგ წელს“ ვერ მოესწრონ და ბოლოს ჰანიბალის ცნობილ ფრაზას ახსენებს.

 

გრიგოლ ვაშაძე წერს: „გაოგნებულები არ უყურებთ იმას, რაც ხდება? რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია 2014 წელს უკრაინაში გააგრძელა; ევროპის საზღვრებს ძალისმიერი გზით ცვლის; დასავლეთს 2008 წლის გაკვეთილები ეხლა გაახსენდა; საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ნორმების განადგურებაზე კი არა, საერთოდ სამართლის ქვაკუთხედის - Pacta sunt servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს!) - არსებობაზეა საუბარი;

 

რიგით რომელი სამიზნეა რუსეთისთვის საქართველო, ზუსტად მარტო პუტინმა და მისმა გენშტაბმა იციან, ჩვენ კი საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს; მოსკოვში ახალი საგარეო დოქტრინა ("Об ограниченном суверенитете постсоветских стран") გამოაგორეს და ღიად ლაპარაკობენ "о дальнейшей фрагментации Грузии". როგორმე ერთ ხელმოწერას და ერთ სამიტს უნდა მივაღწიოთ დაწყნარებული პოლიტიკური გარემოთი და პოლიტიკური ძალების ერთიანობის (მოჩვენებითი მაინც!) მეშვეობით, და ამ დროს ხელისუფლება რით არის დაკავებული? ის ოპოზიციის პარანოიდალური შიშით არის შეპყრობილი;

 

გმირულად ებრძვის ტელერეიტინგებს; 41-ის ლიდერები კოსოვოს და აფხაზეთს (ცხინვალის რეგიონის, ყირიმის) შორის განსხვავებაში ეხლა ერკვევიან; პრემიერი პარალელურად ცდილობს დაადგინოს, ვისთან აქვს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი; მმართველი გუნდის არაფორმალური თუ ფორმალური ლიდერი (ვეღარ გაიგებ!) "предъява"-ს უგზავნის თავისივე მცდელობით არჩეულ პრეზიდენტს; მთავრობას, რა თქმა უნდა, მომენტალურად აღარ მოსწონს "ნამდვილი ევროპული პრეზიდენტი";

 

ეს უკანასკნელი კი წელიწადნახევრის შემდეგ ძლივს ბედავს სასახლეში შესვლას და ერთი-ორ საჭირბოროტო საკითხზე პრესს-კონფერენციის გამართვას. და ბოლოს გროსმეისტერული სვლა: მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული. ხელისუფლების საპარლამენტო რუპორებმა - სხვა საქმე არა გვაქვს, ან არ ვიცით როგორ გავაკეთოთო, და საერთოდ კანონის წინაშე ყველა ერთიაო. გამოიღვიძეთ, პატივცემულებო!

 

ის მეოთხე, "ძალიან კარგი წელი" შეიძლება მოვიდეს, მაგრამ თქვენ ვეღარ მოესწროთ. არ გამოგადგებათ ამ გზით სიარული: "Aut viam inveniam aut faciam". გისწავლიათ იურიდიულზე, ალბათ გახსოვთ, რას ნიშნავს“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !