
სენატორი ჯონ მაკკეინი ერთერთი აღმოჩნდა იმ პირთაგან, ვინც ევროკავშირის "შავი სიის" პასუხად, რუსეთმა საპასუხო "შავ სიაში" შეიყვანა და რუსეთში შესვლა აუკრძალა.
შეზღუდვას სენატორი მაკკეინი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ირონიით გამოეხმაურა: "ძალიან ვწუხვარ, რომ შვებულებას ციმბირში ვერ გავატარებ", - დაწერა სენატორმა სტატუსად.