
კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების გაანალიზებისას ტელეკომპანია "როსიას" გადაცემის "ვესტი ნედელის" წამყვანი დიმიტრი კისელევი საგულისხმო ფრაზებს იყენებს.
მათ შორის არის ასეთი ფრაზა: "რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია აშშ–ს ტერიტორია რადიოაქტიურ ფერფლად გადააქციოს". ამ და სხვა ფრაზებს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი 16 მარტის გადაცემაში ამბობს.