Forbes-ის სტატია ივანიშვილზე: "გაკვეთილი კრემლინოლოგიაში"

Image

"გაკვეთილი კრემლინოლოგიაში", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Forbes მელიკ კაილანის სტატიას, რომელიც საქართველოსა და პრემიერ ივანიშვილს ეხება.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 20 ივნისს Wall Stereet Journal-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ ღრმა შეშფოთება უნდა გამოიწვიოს დასავლური ალიანსის დედაქალაქებში.

 

"ეს ის საქართველოა, რომელიც უშედეგოდ ისწრაფვის ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ, რომელმაც ჯარები გაგზავნა ერაყსა და ავღანეთში და, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ მოსკოვის მუდმივი მბრძანებლობისგან თავის დაღწევისგან იბრძვის. დასავლეთმა საქართველოს ერთგულება კი იმით დაუფასა, რომ 2008 წელს საქართველოში პუტინის შემოჭრას გვერდიდან უყურებდა და რუსეთს სეპარატისტული რეგიონების სპონსორობის ნება დართო", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და მოჰყავს Wall Stereet Journal-ის სტატიიდან ციტატა, სადაც ნათქვამია, რომ ირანელი ბიზნესმენები აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირე საქართველოში მიილტვიან ბიზნესის საკეთებლად.

 

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თბილისი ნებას იძლევა ამერიკის სანქციების დარღვევას, რაც წარმოუდგენელი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს", - ნათქვამია "ფორბსის" სტატიაში.

 

როგორც სტატიის ავტორის აღნიშნავს, 2012 წლის ოქტომბერის არჩევნებში "ქართული ოცნებისა და მისი ოლიგარქი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ ეს წარმოუდგენელი აღარ არის".

 

"როგორც ჩანს, "ვოლ სტრიტ ჯორნალმა" ისევე, როგორც დასავლური სამყაროს დიდმა ნაწილმა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოტოვეს – მიუხედავად მისი პროტესტისა, ივანიშვილი არასდროს აპირებდა იმ პროდასავლური კურსის გაგრძელებას, რომელიც მემკვიდრეობით ერგო", - აღნიშნავს მელიკ კაილანი.

 

სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში უარყოფითად არ მოიხსენიებდა პუტინს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მისი ქვეყანა დაიპყრო.

 

"მას არაფერი გაუკეთებია თავისი მიმდევრების შესაჩერებლად, რომელთაც არაერთხელ გაუგზავნეს დაშინების ტექსტები მის ოპონენტ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არჩევნების შემდგომ დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. არც ერთი მისი ნაბიჯი არ შეფასდა სათანადოდ. ნაცვლად ამისა, მედიამ მას თავისივე წესებით თამაშის ნება დართო, მათ შორის - ციხეში შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეობის ჩვენების.

 

ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებელი შენიშნავდა ამ ვიდეოების უსაფუძვლობასა და ხელოვნურობას. საფრანგეთის დაზვერვის სამსახურმა ქართული მაფიის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისინი თავდასხმას გეგმავდნენ. ქართული და რუსული მაფია მჭიდრო მოკავშირეები არიან. მაგრამ არა, თქვენ ვერ შეძელით დასავლური მედიისგან ლოგიკური დასკვნების გამოტანის მიღება", - წერს "ფორბსის" კონტრიბუტორი.

 

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა განაცხადა რუსეთში ბიზნესის გაყიდვის შესახებ, მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ვერ გაყიდდა "ლუკოილსა" და "როსნეფტში" თავის წილებს კრემილის მხრიდან მწვანე შუქის ანთების გარეშე.

 

"ბევრი მიმტკიცებდა, რომ ივანიშვილსა და კრემლს შორის კავშირის სამხილები არ არსებოდა. ესეც თქვენ სამხილი – ირანული ეკონომიკის მხარდაჭერის თანამონაწილეობა. პირადად ჩემთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა – ყველაფერი, რასაც მანამდე ვწერდი და ვამბობდი, ახდა და უარესებიც მოხდა. სააკაშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებს სასამართლო წესით დევნიან, ათავისუფლებენ რეგიონული თვითმმართველობების თანამშობლებს და აშინებენ ადგილობრივ გამგებლებს, არის ქართამის აღებისა და სასამართლო დაშინებების მცდელობები", - წერს მელიკ კაილანი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვებს ციტირებს, რომელმაც ევროპარლამენტარ კრჟიშტოფ ლისეკს განუცხადა, რომ "არ ჩქარობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ საქმის წარმართვას, რადგან ამჟამინდელი მოსამართლეები მათ არ დასჯიან და პირველ რიგში, მათ სასამართლო სისტემის რეფორმა სჭირდებათ".

 

"ივანიშვილს შეუძლია მთელ ხმაზე იყვიროს, რომ ამა თუ იმ დასავლურ კლუბში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ბევრ დროს კარგავს თავისი ქვეყნის ამ კლუბში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ. ვინც ზემოხსენებულს ეწინააღმდეგება, კრემლინოლოგიაში ძველმოდური გაკვეთილები სჭირდება. ამ პერსპექტივით, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. ირანის სანქციების დარღვევით მოსკოვის სტრატეგიული ინტრესების მიმდევრობა კრემლს შიიტური ნახევარმთვარის გადარჩენის შენარჩუნების საშუალებას აძლევს", - წერს მელიკ კალიანი და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში ირანს შეუძლია, გააგრძელოს სირიის და ჰეზბოლას ეკონომიკური დახმარება მაშინ, როცა კავკასიის გავლით კრემლის წვდომა ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვაზე გავრცელდება.

 

"ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველო მზად იქნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და ნატო-ს მიუახლოვდეს. ირონია ის არის, რომ სააკაშვილმა ამისთვის ყველა საჭირო ხერხი გამოიყენა. ივანიშვილმა კი ეს ხერხები უკუაგდო. უფრო დიდი ირონია კი ის არის, რომ მისი სჯერათ", - წერს მელიკ კაილანი.

 

20 ივნისს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "საქართველოში ირანელების ინვესტიცია, სანქციების მიუხედავად, იზრდება". სტატია ირანელების მხრიდან საქართველოში ბიზნეს საქმიანობისადმი ინტერესის ზრდას ეხება და აღნიშნულია, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ირანს საზღვარგარეთ ბიზნესის კეთება გაურთულა, მაგრამ ირანელი ბიზნესმენები მიილტვიან საქართველოსკენ, რომელიც უკვე დიდი ხანია, აშშ-ის მოკავშირეა კავკასიის რეგიონში. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა 84-დან 1 500-მდე გაიზრადა.

 

Wall Street Journal-ის სტატიის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში ირანელებმა კერძო ქართული ავიაკომპანიის, ძირითადი სავაჭრო ბანკისა და ლითონის ქარხნის სადავეები აიღეს, ირანული ენა ხშირად ისმის ღამის თბილისის კაზინოებშიც.

 

Wall Street Journal-ის სტატიაში ასევე მოყვანილი იყო აშშ-ის ხაზინის ოფიციალური პირის, დევიდ კოენის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკა ორიენტირებულია, აღკვეთოს ირანის მიერ სანქციების თავიდან აცილების ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის შესძლო ბიზნესკავშირებით საქართველოში.

 

Wall Street Journal-ის სტატიასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუშინ განცხადება გაავრცელა.

 

"სტატიაში გამოქვეყნებული ზოგიერთი განცხადებით საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის შეურყეველ ინტერესს, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს შეერთებულ შტატებთან, აგრეთვე ვხედავთ ძლიერ სურვილს, რომ საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია გააგრძელოს.

 

ბოლო წლებში ირანის მიერ საქართველოში სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობების გამო შეერთებული შტატების შეშფოთება გაიზარდა. შეერთებული შტატების წუხილი დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე იღებს სათავეს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

"ინტერპრესნიუსის" მიხედვით.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !