გრიგოლ ვაშაძე: ესენი სად იყვნენ 2008 წლის აგვისტოში, ახლა რომ პერანგს იხევენ?

Image

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თითქოსდა საქართველოს დატოვების თემას ეხმიანება და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იხსენებს იმ დღეებში არსებულ ვითარებას სახელმწიფო სტრუქტურებში.

 

„ვერ მოვითმინე:

 

გუშინ რაღაც ყვითელ გაზეთში გამოქვეყნებული და შემდგომ FB-ზე დადებული მასალა მომხვდა თვალში, სადაც подленький "სიმართლის მოყვარული" ამტკიცებს, რომ საქართველოდან მაღალჩინოსნები 2008 წლის რუსეთთან ომის დროს უკანმოუხედავად გარბოდნენ.

 

მინდა ვთქვა, რომ 09.08.08-ში ნაშუადღევს გაუთავებელი მოგზაურობის შემდეგ (ჩვენი აეროპორტი უკვე მწყობრიდან იყო გამოყვანილი, ქვეყნის საჰაერო სივრცეში კი ასობით "ერთმორწმუნე" თვითმფრინავი იმყოფებოდა), ნინო კალანდაძე, ნიკა რურუა და გიგა ბოკერია თბილისში ჩამოვიდნენ. კალანდაძე და ბოკერია მაშინვე საგარეოში მოქანდნენ.

 

რურუა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, - პრეზიდენტის სასახლეში წავიდა. დიმა გვინდაძეს (ნიკა ნათბილაძის და კიდევ ბევრის) დამსახურებაა, რომ ფინანსური სისტემა არ ჩამოიშალა.

 

7 დღე ნინო, და სხვათა შორის, ეკა ზღულაძე, ეკა ხერხეულიძე სამინისტროს ყველა თანამშრომელთან ერთად სამინისტროდან არ გასულან.

 

და ესენი სად იყვნენ, ეხლა პერანგს რომ იხევენ ტანზე? მაშინ, როდესაც დეპარტამენტის დირექტორები თვითონ ბეჭდავდნენ დოკუმენტებს, და თვლით გვყავდა ხალხი? რატომ არცერთი არ მოვიდა საგარეოში და არ გვკითხა: "იქნებ რამეთი დაგეხმაროთო?"

 

P. S. მეწყინა, რომ ეს დღეს პოსტებზე მყოფმა ხალხმა არ თქვა. გეშინიათ?“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !