-
2020-04-10 14:32
"მინდა, ბევრი პატიმარი წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
|როგორც უწყების ხელმძღვანელს, შეიძლება მინდოდეს, რომ ბევრი პატიმარი ძალიან მალე წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება პრეზიდენტს აქვს და ჩვენი ვალია მას მადლობა ვუთხრათ, როდესაც საქმე არის სამადლობელი და არ ვუსაყვედუროთ მას, რატომ შეიწყალა 9 და არა 19"-აღნიშნა წულუკიანმა .
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულზე 9 პატიმარი ქალი შეიწყალა.