"ჩვენ წინასწარ გავიარეთ კონსულტაცია"-ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ქართულ
პირბადეებზე ისაუბრა:
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონსულტაციების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს.
„არაერთი მითქმა-მოთქმა იყო ამ თემაზე. ამ საკითხში რეკომენდაციების მიცემის კუთხით დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული, რის შემდეგაც გავიარეთ კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს პირბადემ, სრულად აკმაყოფილებს“, - აღნიშნა მინისტრმა.