
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ავტომობილის მგზავრობისას დაწესებული უსაფრთხოების წესების შეცვლას ითხოვს და აღნიშნავს, რომ მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ ორი ან მეტი შვილი, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების საშუალება უნდა მიეცეთ
“უამრავი შემთხვევა არსებობს უკვე. ადამიანები დააჯარიმეს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ შვილებთან ერთად მგზავრობდნენ. ყველა რეგულაცია და ყველა ნორმა უნდა ექვემდებარებოდეს ლოგიკურ დასაბუთებას. ამ შემთხვევაში ამ აკრძალვას, რომელიც კონკრეტულად უკრძალავს და ხელს უშლის ოჯახის წევრებს, მშობლებსა და შვილებს ერთად გადაადგილებას, ლოგიკური დასაბუთება აკლია."-აცხადებს დოლიძე