გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კორონავირუსის აფეთქების შემთხვევაში პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს.
"კარგია, რომ ხელისუფლება სპეცრაზმით არ ვარდება ეკლესიებში. თუ მართლა მოხდა ვირუსის აფეთქება პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში საპატრიარქოსი იქნება. მე პასუხისმგებლობას მათ დავაკისრებდი. სრული სიგიჟეა ეხლა ერთი კოვზით ზიარება და რელიგიური რიტუალების დაცვა, მაშინ როცა ასეთ საფრთხეზეა საუბარი. ადამიანებს რწმენის გამო ათასი სიგიჟეები უკეთებიათ. მე არ მგონია, რომ ხელისუფლება ეკლესიაში სპეცრაზმით უნდა შევარდეს, თუ ვინმე ასე ფიქრობს ჩემი აზრით ის გიჟია. ვფიქრობ, რომ რაღაც წესს რომ დაადგენ ეს წესი ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს", - განაცხადა ტელეკომპანია ფორმულაძ ზურაბ ჯაფარიძემ.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა,