-
2020-04-03 15:35
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა,
ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისვე განცხადებით, სამი შემთხვევიდან ორი რუსთავის კლასტერია.
„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 პაციენტია, გუშინდელი ტესტირების შემდეგ 3 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს პაციენტები ცალკე იმყოფებიან. არც ერთ მათგანთან დაავადება მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა გოფოძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-25 01:40
-
2017-01-16 21:08
-
2017-01-11 15:04
-
2016-12-19 11:36