
საქართველოს პრემირმინისტრი მისი წინამორბედის, ვანო მერაბიშვილის შესახებ კომენტარს აკეთებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი მიმდინარეობს:
„სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვარღვევდით და ხშირად მოვიხსენიებდით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კრიმინალებად და ა.შ., რეალურად აღმოჩნდა, რომ მერაბიშვილმა, ამხელა კაცია, ამხელა თანადმებობის მქონე პირი იყო, წაართვა სახლი და აცხოვრებდა საკუთარ ოჯახს წლების მანძილზე, ეს დადასტურდა და თავისფალი სასამართლოს პირობებში მას ხუთი წელი მიესაჯა. ასე რომ როცა ისტორიასთან პარალელებს ავლებენ, 26 მაისი სწორედ ორი წლის წინ მოხდა, არსებობს კიდევ უამრავი ფაქტი, რაც ჩემი მინისტრობის დროს იქნა გამოძიებული, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აწყობდნენ ტერაქტებს, ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს, ეს იყო რეჟიმი, რაც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, ეს პროცესი დასრულდა, ჩვენ სამართლიანობის დამკვიდრება დავიწყეთ, ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ სამართლიანობის განმტკიცება იქნეს უზრუნველყოფილი ქვეყანაში. ამიტომ, რაც ბატონმა ბიძინამ დაიწყო და ჩვენ ვაგრძელებთ, არის სამართლიანობის დამკვიდრება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.