
„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად, მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულება. აღდგომა მოდის, ჯერ ორი კვირაა იქამდე. შევჯერდებით იმაზე, თუ რა ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შიდა ქართლის რეგიონში ვიზიტისას ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არის შეჯერებული. „ველოდებით, ორ კვირაში რა იქნება, მსოფლიოში არავინ არ იცის და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად“, – აღნიშნა გომელაურმა.