ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს-განაცხადა თბილისის მერმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას - ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში. თუ საჭიროება იქნება დამატებითი ღონისძიებების გატარების, დამატებითი დახმარებისა და ხელშეწყობის თხოვნის ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნეს სექტორზე, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ ქვეყანა ამას აკეთებს. რეისები არსებობს, გუშინ, გუშინწინ ჩამოიყვანეს ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.