
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიას ნატოში გაწევრიანებას ულოცავს.
„ვულოცავ ჩრდილოეთ მაკედონიას იმას, რომ ნატო-ს 30-ე წევრი გახდა. საერთაშორისო უსაფრთხოება კვლავ გაძლიერდა ამ დიდი ოჯახის გაფართოებით. ჩვენი მიზანი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ძლიერი, სტაბილური და უცვლელი რჩება“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
27 მარტს ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა.