
ახლა პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო არ არის, ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.ასე გამოეხმაურა ზუგდიდში გუშინ განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის ეთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.
„ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევასრულოთ ის რეკომედაციები, რასაც გვაძლევს ჯანდაცვის ორგანიზაცია და რასაც გვირჩევენ ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები, სპეციალისტები. ამიტომ, თუ ვინმეს რამე დასარიგებელი აქვს და თუ ვინმეს უნდა განახორციელოს ჰუმანიტარული დახმარება, განახორციელოს კონკრეტული ეგიდით, მან უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ შესაბამის სტურქტურებთან, მუნიციპალიტეტებთან, სადაც კარგად არის დატრენინგებული ადამიანები. ეს მენჯემენტი არის აწყობილი და მოხალისეც კი კარგად არის დატრენინგებული. მან იცის, როგორ დაარიგოს როგორ შეაგროვოს, როგორ დაასუფთავოს. აი, ამ დრონეზეა მენეჯმენტი. კეთილი ინებოს ყველამ, თუკი რაიმე დამხარება სურს, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად და მათი დამხარებით, მათი რეკომენდაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ წარმოიშვება საფრთხე და ეს კი არ იქნება ჰუმანიტრაული აქცია, ეს იქნება ყველასთვის ნათელი ისედაც, რაც არის - პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს ნამდვილად არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.