
რაც ოპოზიციამ გუშინ ზუგდიდში გააკეთა, არის მავნებლობა.ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჰქვია სწორად საქმის კეთება, სადაც ყველანაირი უსაფრთხოების ზომაა გათვალისწინებული და თუ მათ მართლა სურვილი აქვთ, რომ ადამიანებს დაეხმარონ, გადმოგვცენ ჩვენ ის, რისი დახმარებაც უნდათ და ჩვენ ამას პროფესიონალურად, მაღალ დონეზე, უსაფრთხოების წესის დაცვით გავაკეთებთ“, - აღნიშნა კალაძემ.