თბილისის მერმა სასულიერო პირებს მიმართა და მრევლისთვის იმის ახსნა სთხოვა, რომ პროფესიონალების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება რწმენის შეურაცხყოფას არ ნიშნავს. ამის შესახებ თბილისის მერმა „პოსტ-ტვ-ს“ ეთერში განაცხდა.
„ნებისმიერი კონფესიის სასულიერო პირების ვალდებულება არის ლოცვა,ხალხის გამხნევება და რწმენით ნუგეშის ცემა. მოქალაქეების ვალია, რა თქმა უნდა, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს. მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენ გვქონდა კარანტინი, გვქონდა თვითიზოლაცია, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ამ ორგანიზებულობით, ამ ერთსულოვნებით, ჩვენ ყველა ერთად მოვედით დღემდე საუკეთესო შედეგებით. და ახლა, მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქის, მღვდელმთავრების განცხადებები. შესაბამისად, მინდა ვთხოვო ყველა სასულიერო პირს, ჩვენს მამაოებს, ჩვენს მეუფეებს, რომ მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოცემული რჩევები, პროფესიონალების მიერ რეკომენდაციები არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას და ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა თბილისი მერმა.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სულიერება ყოველთვის აძლიერებდა ქვეყენას. მან მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად აარიდონ თავი ხალხმრავალ ადგილებს.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა.