ვაშაძე საგანგებოზე: ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად შიმშილის პრობლემაც დადგა

Image

"ახალი საქართველოს" ლიდერი მთავრობის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ამას უარესი შედეგები მოჰყვება და საბოლოოდ ყველაფერი უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.

 

 

 

"17 მარტს ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა პირველი განცხადება აგრესიულ ტესტირებაზე და გვითხრა, რომ ის კვირის ბოლოს დაიწყებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, არ დაწყებულა. სამაგიეროდ, გვაქვს გადაწყვეტილება საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად საზოგადოება შიმშილის პრობლემის წინაშეც დავაყენეთ. ნებისმიერი ასეთ დოკუმენტს, რასაც ამტკიცებს ხელისუფლება, უნდა მოყვებოდეს სამოქმედო გეგმა. დღეს კი ვიგებთ, რომ აღარც 10-კაციანი შეზღუდვაა და აღარც არაფერი",-აღნიშნავს ვაშაძე. 

"ახალი საქართველოს" ლიდერს მთავრობის მისამართით კონკრეტული კითხვები აქვს და ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში მთელი საქართველოს მოსახლეობა უმუშევარი დარჩება. ამიტომ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოსავალი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.

"რატომ ვუპირისპირებთ ჯანმრთელობას ეკონომიკას ? - რადგან არ გვაქვს დიაგნოსტიკისა და სწრაფი ტესტების შესაძლებლობა, უმუშევარი დავტოვეთ მთელი ქვეყანა. დღეს ყველას აინტერესებს საიდან ექნება შემოსავალი და როგორ უზურუნვლეყოფს პირველადი მოხმარების საგნებით მომარაგებას ხელისუფლება. ინფექციონისტების თქმითაც, ესა უკიდურესად რთული ვითარება როცა სასურსათო მაღაზიები არის სავსე ხალხით და პანიკაშია ყველა. რიგები დგას და ახლა ვირუსის გავრცელების საფრთხის წინაშეა ყველა. მივმართავ გახარიას, ახლა იმის დროა ერთად გამოვიდეთ კრიზისიდან, ეს დოკუმენტი კი არაფერს უშველის. არაფერი ახალი ნაბიჯი ამით არ გადადგმულა. სწრაფი დიაგნოსტიკა, მხოლოდ კორეის გზა და არა იტალიის, ესაა ჩვენი გამოსავალი",-განმარტა გიორგი ვაშაძემ.  

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, გუშინ 21 მარტს გამოცხადდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !