ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში სწრაფი ტესტების აუცილებლობა არ არის.
"ვმუშაობთ იმაზე, რომ ეროვნული ალგორითმი, რომელსაც დიაგნოსტიკისთვის გამოვიყენებთ, იყოს ერთიანი, გამართული და მკაფიო ეტაპობრივი სქემით, თუ რა ჯგუფში, რა ეტაპზე, რომელ ტესტს ვიყენებთ. აქ ტესტების ქაოტურმა გამოყენებამ შეძლება გამოიწვიოს გარკვეული დაბნეულობა ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგების ჭარბად აღმოცენების თვალსაზრისით, რაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს PCR ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობას", - თქვა თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.