
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსით დაავადებული 79 წლის ქალი მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსეთში ეს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის პირველი შემთხვევაა.
რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 147-ს შეადგენს.